შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანული ფილოსოფია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანული ფილოსოფია (აზერ. Azərbaycan fəlsəfəsi ან Azərbaycanda fəlsəfə) — აზერბაიჯანელი მოაზროვნეების მემკვიდრეობა და აზერბაიჯანელი ხალხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი.

აზერბაიჯანის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ჩამოყალიბდა განმათნებლობის იდეოლოგია, რომელიც მიმართული იყო დასავლეთისაკენ (მირზა ფათალი ახუნდოვი, ჯალილ მამედყულიზადე, შაჰვალად ჯაფაროვი). განმანათლებლები აკრიტიკებდნენ ქვეყნის ჩამორჩენილობას და რელიგიურ სიბნელეს. ამ ხანაში დაიწყო პანთურქული იდეების გავრცელება (მუსავათი).

აზერბაიჯანის წითელი არმიის მიერ დაპყრობის შემდეგ ჩამოყალიბდა ისტორიული მატერიალიზმისა და დიალექტიკის კათედრები, სადაც ასწავლიდნენ მარქსიზმს. ამ ხანაში მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით მოხდა ფილოსოფიის ინსტიტუტიალიზაცია, დაიწყო დასავლური ფილოსოფოსების ნამუშევრების თარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე, დაიწყო აზერბაიჯანული აზრებისა და იდეების სისტემატიზირება და შესწავლა. დეკარტის, სპინოზას, ჰობზის, ჯონ ლოკის, ფრანგი ფილოსოფოსების, ჰეგელის ფილოსოფიური შეხედულებების შესწავლა. სახელი გაითქვა შაქირ-ზადეს წიგნმა, რომელიც მიეძღვნა ძველბერძნულ ფილოსოფოს ეპიკურეს. აზერბაიჯანული ფილოსოფიის ისტორიკოსებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს აზერბაიჯანელი ხალხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეების ისტორიის შესწავლაში. დაიწყო ირანისა და თურქეთის ფილოსოფიური აზრების შესწავლა. რიგი კვლევები მიეძღვნა გამოჩენილ აზერბაიჯანელ მოაზროვნეებს (ფუზული და ა.შ.) სსრკ-ის დასასრულს აზერბაიჯანში პოპულარული გახდა პანთურქიზმის იდეოლოგია. აზერბაიჯანულ ფილოსოფიას შეიძლება მივაკუთვნოთ რუსეთის საზოგადო მოღვაწე ჰეიდარ ჯემალი.

მნიშვნელოვანი ღვაწლი აზერბაიჯანული ფილოსოფიის სისტემატიზირებაში შეიტანა ზაქირ მამედოვმა (1936–2003). 2002 წლიდან აზერბაიჯანში გამოდის ჟურნალი „ფილოსოფია და სოციალ-პოლიტიკური მეცნიერებები“. დაარსდა „აზერბაიჯანის სოციალ-პოლიტიკური მეცნიერებათა ფილოსოფიის ასოციაცია“ (რამიზ მეჰტიევის ხელმძღვანელობით).

  • Кулизаде З. А. Хуруфизм и его представители в Азербайджане. Баку, 1970.
  • Мамедов Закир. Азербайджанские философы и мыслители средневековья. Баку, 1993.
  • Мамедов З. История Азербайджанской философии. Баку, 1994.
  • Гусейнов Н. Из истории общественной и философской мысли в Азербайджане XIX века. Баку, 1949.
  • История азербайджанской философии. T.1. Баку, 2002.
  • История азербайджанской философии. Т.2. Баку, 2008.